2001 წლის 21 ნოემბერს ჯერ დადიანზე მცხოვრებმა, მეორე დღეს კი მთაწმინდის მოსახლეობამ გააპროტესტა უშუქობა და რამდენიმე საათით გზა გადაკეტა. მათ სხვა რაიონების მოსახლეობაც შეუერთდა. ქვეყნის ტერიტორიის 60 პროცენტი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი. თელასის მიმართ 4,5 მილიონი ლარის ჯამური დავალიანება ჰქონდა საბიუჯეტო ორგანიზაციების უმრავლესობას. საბოლოოდ “ეი ეს თელასის” მიერ წაყენებულ 11 პირობას ხელისუფლება დათანხმდა, და წინა წლებთან შედარებით თბილისის მოსახლეობას უფრო სტაბილურად მიეწოდებოდა ელექტროენერგია