EN

დევნილი პედაგოგების აქცია ქუთაისში

left arrow

2002

right arrow
Toggle details

პროტესტის თარიღი

2002 წლის 16 დეკემბერი

გავრცელების არეალი

რეგიონი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

სახელფასო დავალიანება

ორგანიზატორი

ქუთაისში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი პედაგოგები

მთავარი მოთხოვნა

ორი თვის სახელფასო დავალიანების მიღება

პროტესტის ადრესატი

აფხაზეთის უზენაესი საბჭო

პროტესტის შედეგი

უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ თამაზ ნადარეიშვილმა მათ მოთხოვნებს შემდეგნაირად უპასუხა – ათასი პრობლემა მაქვს, რა დროს აქციებია

2002 წლის 16 დეკემბერს აფხაზეთიდან დევნილმა პედაგოგების აქცია გაიმართა ქუთაისში. ისინი ორი თვის სახელფასო დავალიანების მიღების მოთხოვნით ქუთაისში აფხაზეთის უზენაესი საბჭოს იმერეთის წარმომადგენლობის შენობასთან შეიკრიბნენ. “ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში რაც შეიძლებოდა, გავაკეთეთ, შევატყობინეთ სახელმწიფო მინისტრსაც. უნდა აღვნიშნო, რომ აფხაზეთის ბიუჯეტში კრიზისული მდგომარეობაა. ველოდებით პრეზიდენტის ფონდიდან 500 000 ლარის ჩარიცხვას”, – უთხრა “ინტერ-პრესს” აფხაზეთის უზენაესი საბჭოს იმერეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩუამ.

პედაგოგთა განცხადებით, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ თამაზ ნადარეიშვილმა მათ მოთხოვნებს შემდეგნაირად უპასუხა: “ათასი პრობლემა მაქვს, რა დროს აქციებია”. დევნილი მასწავლებლები აღშფოთებას ვერ მალავდნენ, ნადარეიშვილის “ათას პრობლემაში” მათი ადგილის არარსებობის გამო. დევნილობაში მყოფი აფხაზეთის განათლების სამინისტროს მე-4 და მე-5 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები ქუთაისში ფუნქციონირებს.

Media

გაზეთი "ახალი თაობა"

გაზეთი "ახალი თაობა"