2002 წლის 24 სექტემბერს ენერგეტიკოსები სახელმწიფო კანცელარიის წინ შეიკრიბნენ, ისინი ითხოვდნენ, რომ ხელისუფლებას სტრატეგიული ენერგოობიექტები არ გაესხვისებინა, ტარიფები შემცირებულიყო და ენერგეტიკოსებს 13-თვიანი სახელფასო დავალიანება მიეღოთ. აქციის მონაწილეთა სამკაციანი ჯგუფი ენერგეტიკოსთა საზოგადოების ლიდერის მირონ ფირცხელანის ხელმძღვანელობით სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს, მამუკა ნიკოლეიშვილს შეხვდა. ფირცხელანი დღეს სახელმწიფო კანცელარიის წინ გამართულ საპროტესტო აქციას ხელმძღვანელობდა.
სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შეეცადა დაერწმუნებინა ისინი, რომ ქვეყანას სხვა გამოსავალი არა აქვს, თუ არა ობიექტების გასხვისება და თუ ენერგეტიკოსებს ეს გაუმართლებლად მიაჩნიათ, შეუძლიათ შეიმუშაონ ენერგეტიკული განვითარების ალტერნატიული კონცეფცია და წარუდგინონ მთავრობას.
აქციას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. როგორც ფირცხელანმა “მედია-ნიუსს” განუცხადა, შემდგომი ნაბიჯების შესახებ ენერგეტიკოსები საზოგადოებას რამდენიმე დღეში ამცნობენ.