EN

გარემოვაჭრეთა მიტინგი მერიასთან

left arrow

1996

right arrow
Toggle details

პროტესტის თარიღი

1996 წლის 17 ივნისი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის მიზეზი

უნივერმაღ “ბავშვთა სამყაროს” ტერიტორიის გარემოვაჭრეებისგან გათავისუფლება

პროტესტის ფორმები

აქცია

მთავარი მოთხოვნა

გარემოვაჭრეებს მუშაობის საშუალება მისცემოდათ.

პროტესტის შედეგი

დაჰპირდნენ, რომ პრობლემის გადასაწყვეტად დიდუბის რაიონის გამგეობაში ითათბირებენ, დევნილ გარემოვაჭრეებს გადასახადს არ გადაახდევინებდნენ და სავაჭრო ადგილებს უსასყიდლოდ გადასცემდნენ.

1996 წლის 17 ივნისს გარემოვაჭრეთა მიტინგი მერიასთან დაიწყო. შეკრებილი ასამდე ადამიანი მერთან შეხვედრას ითხოვდა. მათი უკმაყოფილება გამოიწვია 12 ივნისს დიდუბის რაიონის პოლიციის მიერ უნივერმაღ “ბავშვთა სამყაროს” მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეები აყრამ. მათი გაყვანის საფუძველი გახდა ის, რომ ვაჭრობა მხოლოდ ბაზრობების ტერიტორიაზე იყო დასაშვები და არა – ქუჩაში. გარემოვაჭრეთა თქმით, ბაზრობაზე ადგილის ყიდვა 300 დოლარი ღირდა, ერთი თვით დაჯავშნა – 20 ლარი, ყოველდღიური გადასახადი კი 3 ლარი იყო. ეს ტარიფები ეძვირებოდათ და ამბობდნენ, რომ გადახდის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. 

მომიტინგეების წარმომადგენლებს მერი ვერა, მაგრამ მუნიციპალიტეტის ვიცე-პრემიერი მელორ ტყეშელაშვილი შეხვდა. მან გაზეთ “რეზონანსსაც” უთხრა, რომ პრობლემის საბოლოოდ გადასაწყვეტად 19 ივნისს დიდუბის რაიონის გამგეობაში ითათბირებენ. გარემოვაჭრეთა დიდ ნაწილს დევნილები (ლტოლვილებად მოიხსენიებენ იმ დროს) შეადგენდნენ. როგორც ტყეშელაშვილმა თქვა, მათ გადასახადს არ გადაახდევინებდნენ და სავაჭრო ადგილებს უსასყიდლოდ გადასცემდნენ. ამ დაპირებამ მომიტინგეები გააღიზიანა, რადგან, მათი თქმით, ასეთი არაერთი დაპირება მიუღიათ უკვე, მაგრამ – უშედეგოდ. 

აღშფოთებულმა მოვაჭრეთა ნაწილმა (ქალებმა) მანქანის სავალ გზაზე დაწოლით სცადა მოძრაობის გადაკეტვა, მაგრამ მათ პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. ამის გამო მცირე შეხლა-შემოხლაც მოხდა, რის შემდეგაც გარემოვაჭრეთა მიტინგი მერიასთან დასრულდა.

Media

საგაზეთო ცნობა გარემოვაჭრეთა აქციის შესახებ

საგაზეთო ცნობა გარემოვაჭრეთა აქციის შესახებ

წყარო: გაზეთი "რეზონანსი", 1996 წელი