EN

პენსიონერთა მიტინგი რუსთავში

left arrow

1999

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

1999 წლის 26 ოქტომბერი

პროტესტის არეალი

რეგიონი

პროტესტის თემატიკა

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

წინა წლის 4 თვის და იმ წლის 2 თვის პენსია არ ჰქონდათ მიღებული

ლიდერები/ორგანიზატორი

რუსთაველი პენსიონერები

მთავარი მოთხოვნა

საპენსიო დავალიანების დაფარვა

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება

პროტესტის შედეგი

აქცია პოლიციამ დაშალა

1999 წლის ოქტომბრის ბოლოს რუსთავში პენსიონერებმა ფოსტის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს და კუთვნილი პენსიების დარიგება მოითხოვეს. პენსიონერთა მიტინგი რუსთავში პოლიციამ დაშალა და დააკავა რამდენიმე მომიტინგე, მათ შორის საარჩევნო ბლოკის “სახალხო ფრონტი-ილია ჭავჭავაძის საზოგადოების” ადგილობრივი ლიდერი გურამ გოგბაიძე, რომელიც მეგაფონით იყო მისული. პოლიციის თანამშრომლებმა თქვეს, რომ მათი დაკავების მიზეზი გახდა მიტინგზე ხმის გამაძლიერებელი საშუალების არასანქცირებული გამოყენება.

ხალხმა ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადა, პოლიციამ ამის შესაძლებლობა არ მისცა, რასაც პოლიციასა და მომიტინგეთა შორის შეტაკება მოჰყვა. პრესის ცნობით, 1999 წლისთვის რუსთავში 20 ათასი პენსიონერი იყო, რომლებსაც წინა წლის 4 თვის და იმ წლის 2 თვის პენსია ასაღები ჰქონდათ.

Media

საგაზეთო ცნობა

საგაზეთო ცნობა

გაზეთი "7 დღე", 1999 წელი