EN

აფხაზი მშრომელების პროტესტი

left arrow

1991

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

1991 წლის 18 ივნისი

გავრცელების არეალი

რეგიონი

პროტესტის სფერო

პოლიტიკა

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ვლადისლავ არძინბას გადაწყვეტილება, ხელი მოეწერა საკავშირო ხელშეკრულებაზე, რომელიც ეწინააღმდეგებოდა სსრკ, საქართველოს და აფხაზეთის კონსტიტუციებს.

ორგანიზატორი

მსხვილი სამრეწველო და სატრანსპორტო შრომითი კოლექტივები

მთავარი მოთხოვნა

არძინბამ არ მოაწეროს ხელი საკავშირო ხელშეკრულებაზე

პროტესტის ადრესატი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ვლადისლავ არძინბა

მნიშვნელოვანი რესურსები

1991 წლის 18 ივნისს სოხუმში მდებარე ფეხსაცმლის ფაბრიკაში ჩატარდა ყველა იმ მსხვილი სამრეწველო და სატრანსპორტო შრომითი კოლექტივის კრება, რომლებიც “მაიაკში” იყვნენ განლაგებული. კრების მონაწილეებმა გააპროტესტეს აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას გადაწყვეტილება, ხელი მოეწერა საკავშირო ხელშეკრულებას, რომელიც ეწინააღმდეგება სსრკ, საქართველოს და აფხაზეთის კონსტიტუციებს. 

მშრომელები მიიჩნევდნენ, რომ აფხაზეთის ხელმძღვანელებს არ ჰქონდათ უფლება, აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობის სახელით ელაპარაკათ, რადგან ავტონომიური რესპუბლიკის ამომრჩეველთა 62 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმში და უმრავლესობამ საქართველოს დამოუკიდებლობას მისცა ხმა. 

მშრომელებმა შეიმუშავეს მიმართვა გორბაჩოვისა და არძინბასადმი. ასევე, განაცხადეს, რომ საკავშირო ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემთხვევაში სამოქალაქო დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ. 

Media

აფხაზი მშრომელების პროტესტი 1991

აფხაზი მშრომელების პროტესტი 1991

წყარო: ახალგაზრდა ივერიელი N72, 1991 წლის 22 ივნისი