თბილისში, დელისის ქუჩაზე სმენადაქვეითებულთა ინტერნატში შესახლებულმა დევნილებმა 1998 წლის 16 დეკემბერს ვაჟა-ფშაველას გამზირი გადაკეტეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ ელექტროენერგიის მიწოდებას იმ თანხის შესაბამისად, რასაც სახელმწიფო უკავებდა. თითოეულ დევნილს ყოველ თვეში ექვითებოდა 2 ლარი, შესაბამისად მათი შენობიდან ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანია “თელასში” ყოველთვიურად 1500 ლარი შედიოდა, ელექტროენერგია კი დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ 3 საათით მიეწოდებოდათ. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ ახლოს მდებარე საქგაზტრანსმრეწვის შენობაზე გადართვას, სადაც ელექტროენერგია 24 საათის განმავლობაში ჰქონდათ. საპროტესტო აქცია სამი საათის შემდეგ დაიშალა, როცა თელასის უფროსი ბეჟან ხუციშვილი მივიდა და მოთხოვნების დაკმაყოფილებას დაჰპირდა.