EN

პიკეტი სიღნაღში

left arrow

1998

right arrow
Toggle details

პროტესტის თარიღი

1998 წლის 6-9 დეკემბერი

გავრცელების არეალი

რეგიონი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

პიკეტი

პროტესტის მიზეზი

მოსახლეობას არ ჰქონდა წყალი, არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია და არ აძლევდნენ ტყეში ხეების ჭრის უფლებას მიუხედავად იმისა, რომ რაიონს ტყე-საკაფი ზოლი ჰქონდა

ლიდერები/ორგანიზატორი

სიღნაღის რაიონის მოსახლეობა

მთავარი მოთხოვნა

პენსიებისა და ხელფასების გაცემა, წყლის, ელექტროენერგიის მიღება და ტყეში შესვლის უფლება

პროტესტის ადრესატი

ადგილობრივი ხელისუფლება

პროტესტის შედეგი

მოპიკეტეებთან მივიდა კახეთის რეგიონის გუბერნატორი გია არსენიშვილი, რომელიც ხალხს უახლოეს მომავალში ერთი თვის პენსიებისა და ხელფასების გაცემას და შეძლებისდაგვარად ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.

1998 წლის 6 დეკემბერს სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში დაიწყო აზერბაიჯანისკენ მიმავალი გზის პიკეტი. სულ მალე ვაქირს შეუერთდა ანაგა, საქობო, წნორი, ნუკრიანი. გადაიკეტა გზები და 9 დეკემბრისთვის წნორი-დედოფლისწყაროს მიმართულებით მოძრაობა თითქმის შეწყდა. პიკეტი სიღნაღში რამდენიმე დღეს გაგრძელდა.

აქციის მონაწილეები ითხოვდნენ პენსიებისა და ხელფასების გაცემას, წყალს, ელექტროენერგიასა და ტყეში შესვლის უფლებას. ტყის საკითხი განსაკუთრებით პრობლემური იყო. კახეთის რეგიონში ყველა რაიონს ეკუთვნოდა ტყე-საკაფი ზოლი, სადაც ხის მოჭრა შეეძლოთ. მოპიკეტეები ამტკიცებდნენ, რომ ხის მოჭრა კი არა, ფიჩხის შეგროვებაც კი აკრძალული ჰქონდათ, ტყე კი ვინმე ქაქუცას ეკუთვნოდა. “რა მნიშვნელობა აქვს, შიმშილით დაგვეხოცება შვილები თუ სიცივით”, – ამბობდნენ აქციის მონაწილეები. 

სიღნაღის ხელოვნების სკოლის მუსიკის მასწავლებელმა ვლადიმერ ლეკიაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი მოთხოვნა დაეკმაყოფილებინათ პედაგოგები ხელფასით, რაიონის გამგებელმა ვაჟა ცაბუტაშვილმა უპასუხოდ დატოვა და პოლიციას უბრძანა, რომ ლეკიაშვილი, როგორც “ბუნტის მოთავე”, განყოფილებაში წაეყვანათ. ის ერთი საათის შემდეგ გაათვისუფლეს. ეს ფაქტი უარყო პოლიციის უფროსმა.

9 დეკემბერს მოპიკეტეებთან მივიდა კახეთის რეგიონის გუბერნატორი გია არსენიშვილი, რომელიც ხალხს უახლოეს მომავალში ერთი თვის პენსიებისა და ხელფასების გაცემას და ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემის შეძლებისდაგვარად მოგვარებას დაპირდა. 

Media

საგაზეთო ცნობა

საგაზეთო ცნობა

გაზეთი "კვირის პალიტრა" 14-20 დეკემბერი 1998 წელი