2002 წლის 14 აგვისტოს ხუთი თვის ხელფასების მოთხოვნით სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს წინ უვადო შიმშილობა დაიწყეს “გუმათჰესის” და “ტყიბულჰესის” თანამშრომლებმა. როგორც “მედია-ნიუსს” სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურში აცნობეს. აქციის 15-მდე მონაწილეს უკვე შეხვდნენ სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეები და ერთი თვის ხელფასს დაჰპირდნენ; მიუხედავად ამისა, ენერგეტიკოსების შიმშილობა არ შეწყვეტილა, თუმცა, სათბობ-ენერგეტიკის მინისტრმა დავით მირცხულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას კატეგორიულად განაცხადა, რომ სამინისტროსთან შეკრებილი ენერგეტიკოსები მხოლოდ ერთი თვის ხელფასებს მიიღებენ. რადგან “ქვეყანას მეტი საშუალება არ აქვს”. მინისტრმა გაუმართლებლად მიიჩნია იმდღევანდელი აქცია. ვინაიდან 35-დან 30 თვის ხელფასი მათ მიღებული აქვთ.