EN

პიკეტი გურამიშვილზე

left arrow

1995

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

1995 წლის 7 თებერვალი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის მიზეზი

პურის დეფიციტი

პროტესტის ფორმა

პიკეტი

ორგანიზატორი

სანზონის დასახლების მოსახლეობა

მთავარი მოთხოვნა

მოსახლეობისთვის პურის საკმარისი რაოდენობით მიწოდება

1995 წლის 7 თებერვალს სანზონის მცხოვრებლებმა გურამიშვილის გამზირზე პიკეტი მოაწყვეს. მათ განაცხადეს, რომ პურის N34 მაღაზიაში უკვე მესამე დღეა, არ შეეტანათ პური და პურის ფქვილი. გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკის” ცნობით, იმ დღეს, პურის რიგში, ერთ-ერთმა მოქალაქემ “შიმშილისა და გაუთავებელი ლოდინისგან  გრძნობა დაკარგა. იგი მოათავსეს საავადმყოფოში”. მოპიკეტეებმა განაცხადეს, რომ პური ქარხნიდან შემოაქვთ ღამის 12 საათზე, ისიც არასაკმარისი რაოდენობით,  ირღვევა ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი. გაზეთის ცნობით,  “სასოწარკვეთამდე მისული ხალხი ხელისუფლებისგან მოითხოვს მეტ ყურადღებას, რათა უმწეო ბავშვები და მოხუცები შიმშილით და სიცივით არ დაიხოცონ”.

Media

საგაზეთო ცნობა

საგაზეთო ცნობა

გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა" 1995 წელი