EN

მეშახტეების გაფიცვა ტყიბულში

left arrow

1995

right arrow
Toggle details

პროექტის ხანგრძლივობა

1995 წლის 6-7 თებერვალი

გავრცელების არეალი

რეგიონი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

გაფიცვა

პროტესტის მიზეზი

სიდუხჭირე, საქალაქო ტრანსპორტის პრობლემები, უხარისხო პური, რომელი კვირაში 2-3-ჯერ ცხვებოდა, პარალიზებული რკინიგზა, სახელფასო დავალიანება.

ორგანიზატორი

ტყიბულელი მეშახტეები

მთავარი მოთხოვნა

სოციალური პირობების გაუმჯობესება

პროტესტის ადრესატი

საქართველოს ხელისუფლება

პროტესტის შედეგი

ქუთაისის მერი თემურ შაშიაშვილი ტყიბულელებს პურის და ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებასა და ხელფასების მიღებას დაჰპირდა.

1995 წლის 6 თებერვალს ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ. ისინი მძიმე სოციალურ პირობებს აპროტესტებდნენ. ნოემბერ-დეკემბრის ხელფასი ჯერ კიდევ არ ჰქონდათ მიღებული. მათ ახლად დანიშნული ქუთაისის მერი თემურ შაშიაშვილი შეხვდა. შეხვედრაზე ითქვა, რომ ტყიბულის მოსახლეობა და მეშახტეები უკიდურეს სიდუხჭირეში ცხოვრობდნენ. პარალიზებული იყო რკინიგზა, არ მუშაობდა შიდასაქალაქო ტრანსპორტი, პური ცხვებოდა კვირაში ორ-სამჯერ და ისიც ისეთი ცუდი ხარისხის, რომ საკვებად გამოუსადეგარი იყო. “როგორც ჩანს, ელექტროენერგია ერთადერთი ფუფუნებაა, რომლითაც აქაურები არიან განებივრებულნი, ესეც ავტონომიური კვების ხარჯზე”, – წერს გაზეთი “რეზონანსი”.

მეშახტეების შემდეგ თემურ შაშიაშვილი “საქნახშირის” დეპარტამენტის ხელმძღვანელებსა და ქალაქის გამგეობას შეხვდა კრიზისიდან გამოსავლის გზებზე სასაუბროდ. საქნახშირის წარმომადგენელმა თქვა, რომ აუცილებელია მანქანა-დანადგარები, რომელთა შეძენა ამ ეტაპზე შეუძლებელია. “მეშახტეებს არ გააჩნიათ ელემენტარული შრომის იარაღები, სამუშაო ტანსაცმელი, თვით საპონიც კი”.  მათ ასევე აღნიშნეს, რომ ადრე ტყიბული ამარაგებდა რუსეთის ქალაქებს, ახლა კი, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის გარდა, პროდუქციას არავინ ყიდულობს და მასაც ძველი ვალები აქვს. პრობლემაა საკადრო პოლიტიკაც, რადგან აპარატში დასაქმებული 3200 ადამიანიდან პროდუქციას მხოლოდ ერთეულები ქმნიან. გარდა ამისა, ქალაქს ბევრი გამოუყენებელი რესურსი აქვს – ჩაი, გრანიტი, ხე-ტყე, გიშრის საბადო,  სპირტის ქარხანა ხრესილში და სხვა. მიუხედავად ამისა, ქალაქი სიღატაკეში ცხოვრობს. 

თემურ შაშიაშვილი ტყიბულელებს პურის და ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებას და ხელფასების მიღებას დაპირდა. 

Media

მეშახტეების გაფიცვა ტყიბულში 1995 - ისინი მძიმე სოციალურ პირობებს აპროტესტებდნენ. ნოემბერ-დეკემბრის ხელფასი ჯერ კიდევ არ ჰქონდათ მიღებული.

მეშახტეების გაფიცვა ტყიბულში 1995 - ისინი მძიმე სოციალურ პირობებს აპროტესტებდნენ. ნოემბერ-დეკემბრის ხელფასი ჯერ კიდევ არ ჰქონდათ მიღებული.

გაზეთი "რეზონანსი" - 7-8.02.1995