EN

მრავალშვილიან დედათა აქცია

left arrow

1992

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

1992 წლის 22 ივნისი- 1993 წლის 1 მარტo

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის თემა

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

არ სრუდებოდა დადგენილება, რომლის თანახმად, მრავალშვილიან დედებს სოციალური შეღავათები უნდა მიეღოთ.

ორგანიზატორი

  • მრავალშვილიანი დედები
  • დემოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი ილია ბეგიაშვილი

მთავარი მოთხოვნა

სახელმწიფოს საბჭოსა და მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებული დადგენილების შესრულება

პროტესტის ადრესატი

საქართველოს ხელისუფლება

პროტესტის შედეგი

შედეგი არ მოჰყოლია.

1992 წლის 22 ივნისს საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების შენობაში დაიწყო მრავალშვილიან დედათა აქცია. აქციას ხელმძღვანელობდა დემოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი ილია ბეგიაშვილი. შეკრებილები აპროტესტებდნენ სახელმწიფოს საბჭოსა და მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებული დადგენილების შეუსრულებლობას. ამ დოკუმენტის თანახმად, მრავალშვილიან დედებს ურიგოდ უნდა მიეღოთ ბინები; მრავალშვილიანი ოჯახი თავისუფლდებოდა კომუნალური გადასახადისგან. ქალაქში უფასოდ უნდა ემგზავრათ, ხოლო საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე 50-პროცენტიანი ფასდაკლებით უნდა ესარგებლათ.

“მართალია მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან მოდის ჩვენთან ჰუმანიტარული დახმარება, ძირითადად, პროდუქტები, მაგრამ ეს დახმარებაც ვერ აღწევს ხშირად დანიშნულების ადგილამდე. ამიტომ არიან აქციის მონაწილენი საქართველოს საპატრიარქოზე ნაწყენი – რამდენ პროდუქტსაც იქ ვხედავთ, იმის მეათედს არ გვაძლევენო, ამბობენ”, –  წერს გაზეთი “დრონი”.

აქციის მონაწილენი ითხოვდნენ დადგენილების ყველა პუნქტის შესრულებას და თბილისის თითოეულ რაიონში სპეციალური მაღაზიის გახსნას, სადაც პროდუქტებს შეღავათიან ფასში იყიდდნენ. 

მრავალშვილიან დედათა აქცია 1993 წლის 1 მარტსაც გაიმართა იმავე მოთხოვნებით:

  1. დადგინდეს დედის დღე.
  2. აღდგეს “ქართლის დედის” წოდების მინიჭება და შესაბამისი შეღავათები.
  3. მრავალშვილიანი ოჯახები დაკმაყოფილდნენ ბინებით.
  4. განთავისუფლდნენ კომუნალური გადასახადებისგან.
  5. მიენიჭოთ  ტრანსპორტით უფასო მგზავრობის უფლება.
  6. მრავალშვილიან ოჯახთა დასახმარებლად არსებული მრავალი ორგანიზაციის ნაცვლად, რომლებიც ბევრით ვერაფრით ეხმარებიან ამ ოჯახებს, შეიქმნას ერთი ასოციაცია, რომელიც მათი პრობლემების გადაჭრის რეალურ გზებს გამონახავს. 

Media

მრავალშვილიან დედათა აქციაზე სოციალურ შეღავათებს ითხოვდნენ

მრავალშვილიან დედათა აქციაზე სოციალურ შეღავათებს ითხოვდნენ

გაზეთი "დრონი" - 22.06.1992