EN

პენსიონერების ჩაშლილი შიმშილობა

left arrow

1999

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

1999 წლის 23 – 24 მარტი

გავრცელების არეალი

რეგიონი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

დაგვიანებული პენსიები

ლიდერები, ორგანიზატორი

რუსთავში მცხოვრები პენსიონერები,
თამაზ ჩხეიძე

მთავარი მოთხოვნა

პენსიების დარიგება და გაზრდა, წყლისა და ელექტროენერგიის სტაბილურ მიწოდება

პროტესტის შედეგი

ღამით ნიღბიანებმა აქციის მონაწილეთა ტრანსპარანტები ჩამოხიეს, მეორე დღეს კი ორგანიზატორმა მოუწოდა დაშლისკენ

1999 წლის 23 მარტს რუსთავში პენსიონერებმა შიმშილობა დაიწყეს. ისინი მოითხოვდნენ პენსიების დარიგებას და “მათხოვრული 12 ლარის” გაზრდას, წყლისა და ელექტროენერგიის სტაბილურ მიწოდებას. აქცია რუსთავის მერიის ნაცვლად ფოსტის შენობასთან დაიწყეს, რადგან, გაზეთ “კვირის პალიტრის” ცნობით, რუსთავის პოლიციის უფროსი ხელკეტებით იმუქრებოდა.

აქციის პირველივე დღე დასრულდა თუ არა, ღამის პირველ საათზე, ოთხმა ნიღბოსანმა ჩამოხია პლაკატები, რომლებზეც მოთხოვნები ჰქონდათ პენსიონერებს ჩამოწერილი  და გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცა. საგაზეთო ცნობაში წერია, რომ აქციის მოთავე, თამაზ ჩხეიძე, მეორე დღეს ფსიქოლოგიურად თუ ფიზიკურად “დაამუშავეს”, რის გამოც პენსიონერებს მოუწოდა დაშლილიყვნენ, სათანადოდ მომზადებულიყვნენ და ისევ შეკრებილიყვნენ.  24 მარტის საღამოს ფოსტასთან უკვე აღარც ერთი პენსიონერი აღარ იყო.

Media

საგაზეთო ცნობა

საგაზეთო ცნობა

გაზეთი "კვირის პალიტრა", 29 მარტი-4 აპრილი, 1999