EN

პიკეტი ქუთაისში

left arrow

1997

right arrow
Toggle details

პროტესტის თარიღი

1997 წლის 4 ნოემბერი

გავრცელების არეალი

რეგიონი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმები

პიკეტი

პროტესტის მიზეზი

უშუქობა, უწყლობა და პენსიების ვერ მიღება

ორგანიზატორი

ქუთაისის სასტუმროებში მცხოვრები დევნილები და ადგილობრივი მოსახლეობა

მთავარი მოთხოვნა

პენსიების დარიგება,
ელექტრო ენერგიისა და წყლის მიწოდების აღდგენა.

პროტესტის ადრესატი

საქართველოს ხელისუფლება

პროტესტის შედეგი

პრეზიდენტის რწმუნებული იმერეთში
თემურ შაშიაშვილი და ქუთაისის ვიცე-მერი ონისე უგრეხელიძე ხალხს მოთხოვნების შესრულებას დაჰპირდნენ.

1997 წლის ნოემბრის დასაწყისში  ქუთაისში მდებარე სასტუმროებში “აილამასა” და “მთის ბროლში” მცხოვრებმა დევნილებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ ქუთაისის ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს. ისინი პენსიების გაცემას, ელექტროენერგიის და წყლის მიწოდების აღდგენას მოითხოვდნენ.  მათი თქმით, 2 თვე იყო, არ მიეღოთ პენსია, 3 თვეა თითქმის, არ მიეწოდებოდათ ელექტროენერგია და წყალი.

აქციის მონაწილეებთან მივიდნენ პრეზიდენტის რწმუნებული იმერეთში თემურ შაშიაშვილი და ქუთაისის ვიცე-მერი ონისე უგრეხელიძე. ისინი ხალხს დაჰპირდნენ მოთხოვნის უმოკლეს ვადაში შესრულებას. ამის შემდეგ მოსახლეობამ გახსნა გადაკეტილი ქუჩა და პიკეტი ქუთაისში დასრულდა. 

Media

ამონარიდი გაზეთიდან

ამონარიდი გაზეთიდან

წყარო: პრაიმ ნიუსი