EN

ტყიბულის ბატალიონის ოფიცრების შიმშილობა

left arrow

2001

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2001 წლის 15-24 ივნისი

პროტესტის არეალი

რეგიონი

პროტესტის თემატიკა

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

შიმშილობა

პროტესტის მიზეზი

კუთვნილი ხელფასის მიღება

ორგანიზატორი

ბატალიონის ყოფილი ოფიცრები

მთავარი მოთხოვნა

სახელფასო დავალიანების დაფარვა

2001 წლის 15 ივნისს შინაგანი ჯარების სამმართველოს შენობასთან ტყიბულის ბატალიონის ყოფილმა ოფიცრებმა შიმშილობა დაიწყეს. ამ ფორმით ისინი კუთვნილი 14-თვიანი სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ. მოშიმშილეები შინაგან ძალებში უკვე აღარ მუშაობდნენ. თუმცა, კუთვნილი ხელფასები მაინც არ მიეღოთ. მოშიმშილეები შინაგანი ჯარების სარდალს, გია შერვაშიძეს შეხვდნენ, თუმცა, სანუგეშო პასუხი მისგანაც ვერ მიიღეს. “ყოფილი მებრძოლები სარდალს არც ამტყუნებენ, ფინანსთა სამინისტრომ თუ არ გამოყო ფული, გია შერვაშიძემ საიდან გააჩინოსო”, – წერდა “დილის გაზეთი”. მოშიმშილეები შინაგანი ჯარების სარდალთან და ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ, “რათა საბოლოოდ გაერკვიათ, გადაურიცხა თუ არა ფინანსთა სამინისტრომ შინაგან ჯარებს საჭირო თანხა, ხოლო თუ გადარიცხა, ვინ შეჭამა?… თანხა სამხედრო მოსამსახურეთა გარკვეულ ნაწილს მისცეს, ნაწილს კი არა, შემდეგ გვითხრეს, ხელფასები გაიყინაო, იქნებ, ჩვენმა ხელისუფლებამ აგვიხსნას, როგორ იყინება ჩვენი ხელფასები? “- კითხულობდნენ ოფიცრები.

რამდენიმე მოშიმშილე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მოშიმშილეებს რაიონებიდან ჩამოსულებიც შეუერთდნენ და აქციის მონაწილეთა რიცხვმა 100-ს მიაღწია. როგორ დასრულდა ტყიბულის ბატალიონის ყოფილი ოფიცრების შიმშილობა, პრესაში აღარ იძებნება.

Media

საგაზეთო ცნობა

საგაზეთო ცნობა

გაზეთი "კვირის პალიტრა", 25 ივნისი-1 ივლისი 2001 წელი