EN

შიმშილობა აკაკი ელიავას ეზოში

left arrow

2001

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2001 წლის 24 ივნისი – 6 აგვისტო

გავრცელების არეალი

რეგიონი

პროტესტის სფერო

სამართალი

პროტესტის ფორმა

შიმშილობა

ორგანიზატორი

ვეტერანთა კავშირისა და ეროვნული მოძრაობის გვარდიის ყოფილმა ოფიცრები

მთავარი მოთხოვნა

აკაკი ელიავას ლიკვიდაციის დროს დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლება.

პროტესტის შედეგი

ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

2001 წლის 24 მაისს გურამ აბსანძის, ზურაბ გვაზავას, იოსებ (სოსო) სანაიასა და გია ზარქუას უპირობოდ და სასწრაფოდ გათავისუფლების მოთხოვნით სენაკში ფართომასშტაბიანი აქცია დაიწყო, – განაცხადა პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა საკოორდინაციო ცენტრის წარმომადგენელმა მურმან ზაქარაიამ. პარლამენტის ეროვნული თანხმობის კომისიის მიერ წინა წლის 20 აპრილს მიღებული დადგენილება, რომელიც გულისხმობდა ზვიად გამსახურდიას მომხრეთა შემორიგებას და 90-იანი წლების დასაწყისში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში მონაწილე პატიმართა გათავისუფლებას, შეკრებილების აზრით, პირდაპირ ეხებოდა ზემოთ დასახელებულ პირებს, ამიტომ უნდა გათავისუფლებულიყვნენ.

უკვე ივნისში ვეტერანთა კავშირისა და ეროვნული მოძრაობის გვარდიის ყოფილმა ოფიცრებმა შიმშილობა აკაკი ელიავას ეზოში სენაკში დაიწყეს. აკაკი ელიავა ზვიად გამსახურდიას მომხრე ოფიცერი იყო, რომელიც 2000 წლის 9 ივლისს ზესტაფონში სპეცდანიშნულების რაზმმა დაკავებისას გია გვილავასთან ერთად მოკლა,  ხოლო მისი თანამებრძოლები გია ზარქუა, ზურაბ გვაზავა და იოსებ სანაია დააპატიმრეს, ისინი თითქმის ერთი წლის შემდეგაც ისევ წინასწარ პატიმრობაში იყვნენ და სასამართლო არ ინიშნებოდა. მოშიმშილეები მათ გათავისუფლებას ითხოვდნენ, რადგან ისინი პოლიტპატიმრებად მიაჩნდათ. მოშიმშილეებს ასევე სურდათ ინციდენტის ხელახალი გამოძიება და ელიავასა და გვილავას სახელების რეაბილიტაცია. ადვოკატი ეკა ბესელია და დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილი ამბობდნენ, რომ საქმეში  ძალიან ბევრი თეთრი ლაქა იყო

ხელისუფლება დაჰპირდა, რომ დავაკებულებს 6 ივლისამდე გაათავისუფლებდა, თუმცა, შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიდევ ერთი კვირით გადაიდო მათი გამოშვება. ამის გამო თანამებრძოლებმა შიმშილობა აკაკი ელიავას ეზოში განაახლეს. მათთვის მნიშვნელოვანი იყო რომ 9 ივლისს, ელიავას წლისთავს დასწრებოდნენ, ამიტომ წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებოდნენ ელიავასა და გვილავას გვამების ამოთხრით და გამგეობის შენობასთან დასვენებით. 

უზენაესმა სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა გია ზარქუა, რადგან ზესტაფონის მოვლენების დროს არ აქტიურობდა, არ ჰქონდა იარაღი და არ იყო ნასამართლევი. ზარქუას სასამართლო პროცესებზე სახლიდან უნდა ევლო. 

Media

საგაზეთო ცნობა

საგაზეთო ცნობა

გაზეთი "კვირის პალიტრა", 25 ივნისი-1 ივლისი 2001 წელი