2001 წლის აპრილში ჭიათურელი პედაგოგების გაფიცვა დაიწყო. ორი კვირის განმავლობაში სკოლებში შეჩერებული იყო სწავლის პროცესი. ისინი გამგეობის შენობასთან იკრიბებოდნენ და კუთვნილ ხელფასებთან ერთად ელექტროენერგიის მიღებასაც ითხოვდნენ. პედაგოგებს უკვე ორი თვე იყო, რაც ხელფასი არ მიეღოთ. მათ პროტესტს ჭიათურ-მანგანუმის თანამშრომლები და სხვა მოსახლეობა შეუერთდა. აქციის მონაწილენი გამგებლისგან პასუხს მოითხოვდნენ. გამგებელი კი მათ უკან “გარკვეული პოლიტიკური ძალების ინტერესს” ხედავდა, თუმცა დავალიანების დაფარვას მაინც დაჰპირდა.