EN

მიტინგი გალის რაიონში მკვლელობის გამო

left arrow

1996

right arrow
Toggle details

პროტესტის თარიღი

1996 წლის 9-10 იანვარი

გავრცელების არეალი

თბილისი, რეგიონი

პროტესტის სფერო

პოლიტიკა

პროტესტის მიზეზი

გალის რაიონში “აფხაზი ბოევიკების” მიერ ჩადენილ მკვლელობა

პროტესტის ფორმა

აქცია

ორგანიზატორი

ზუგდიდის მაცხოვრებლები და აფხაზეთიდან დევნილები

მთავარი მოთხოვნა

მოგვარდეს აფხაზეთის პრობლემა პოლიტიკური მეთოდებით

პროტესტის ადრესატი

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

პროტესტის შედეგი

პროტესტი უშედეგოდ დასრულდა

1996 წლის 9 იანვარს ზუგდიდში გაიმართა მრავალათასიანი მიტინგი, რაც მოჰყვა “აფხაზი ბოევიკების მიერ” გალის რაიონის სოფელ შეშელეთში სანაიების ოჯახის 6 წევრის მკვლელობას.  გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ არც რუსეთის სამშვიდობო ძალები და არც გაეროს დამკვირვებლები თავის მოვალეობას არ ასრულებენ. მიტინგმა მიიღო საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძისადმი მიმართვა, რომელშიც ითხოვენ აფხაზეთის პრობლემის პოლიტიკური მეთოდებით დაუყოვნებლივ მოგვარებას. თბილისის მიერ კონტროლირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების კომიტეტი გალის რაიონში მკვლელობას ქართველი მოსახლეობის გენოციდად და სამშვიდობო პროცესის ჩაშლად მიიჩნევდა.

ამ აქციის გაგრძელება იყო მეორე დღეს, 10 იანვარს რუსეთის საელჩოს წინ დევნილების (იმდროინდელი პრესა ლტოლვილებს უწოდებს) საპროტესტო აქცია. აქციის მონაწილეებმა საელჩოს წარმომადგენლებს გადასცეს განცხადება, რომელშიც რუსეთის მხარე კონფლიქტის მოწესრიგების პროცესის შეგნებულად გაჭიანურებასა და “ორმხრივ თამაშში” ამხილეს.

Media

ამონარიდი გაზეთიდან

ამონარიდი გაზეთიდან

წყარო: გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა, 12 იანვარი 1996 წელი.