EN

ფსიქიატრიული საავადმყოფოს პერსონალის გაფიცვა

left arrow

2000

right arrow
Toggle details

პროტესტის თარიღი

2000 წლის 31 აგვისტო

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

გაფიცვა

პროტესტის მიზეზი

დაგვიანებული ხელფასები

ორგანიზატორი

ასათიანზე მდებარე ფსიქიატრიულის თანამშრომლები

მთავარი მოთხოვნა

კუთვნილი ხელფასების მიღება

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება

პროტესტის შედეგი

შედეგის გარეშე

2000 წლის 8 აგვისტოს ასათიანის ქუჩაზე მდებარე ფსიქიატრიული საავადმყოფოს პერსონალის გაფიცვა დაიწყო. ისინი სამი თვის გაუცემელ ხელფასებს ითხოვდნენ. გაფიცულთა დიდი ნაწილი აცხადებდა, რომ უფულობის გამო რამდენიმე დღის განმავლობაში სახლებში ვერ ახერხებდნენ წასვლას და ამიტომ საავადმყოფოში რჩებოდნენ.

მათი თქმით, ავადმყოფებს არ აქვთ საკვები, აუცილებელი დამამშვიდებელი მედიკამენტები, რის გამოც ისინი საკმაოდ აღგზნებულები არიან და რამდენიმე მათგანმა მომვლელებსა და ექიმებს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა.

იმ დროისთვის საავადმყოფოში 271 ავადმყოფი იყო. ერთი მათგანის მოვლა დღეში 6 ლარი ჯდებოდა, მაგრამ როგორც საავადმყოფოს ხელმძღვანელობა აცხადებდა, ამის ნახევარსაც ვერ იღებდნენ სახელმწიფოსგან და მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების იმედად იყვნენ, ბოლოს კი ესეც შეწყდა. 

Media

საგაზეთო ცნობა

საგაზეთო ცნობა

გაზეთი "7 დღე", 2000 წელი